გიგა ბოკერია - როგორც ჩანს, გიორგი გახარია ჩამოყალიბდა, რომ ყველაფერი ბოლომდე პოლიტიკურად თვითონ „შეიტენოს“

უტიფარი, სიცრუით სავსე, დეგრადირებული და განადგურებული პიროვნების და არა პოლიტიკოსის განცხადებები ვიხილეთ, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს.

როგორც ბოკერია აცხადებს, გახარიას ინტერვიუ სავსე იყო სიცრუით, მათ შორის ტყვიებთან მიმართებაშიც.

„თურმე, ოპოზიციამ დაუმალა გავრილოვის პრობლემა ხელისუფლებას, როცა ერთ კვირაზე მეტი საჯაროდ დებატები გვქონდა, რომ საერთოდ ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ. უტიფრად გვიმტკიცებდნენ, რომ ესმოდათ, რას აკეთებდნენ და თურმე, საფუძველი არ ჰქონიათ გავრილოვის ქვეყანაში შემოშვების. თურმე, აქციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდნენ, როცა კობახიძე გადადომას არ აპირებდა და ამან გამოიწვია მომიტინგეების დამატებით ბრაზი. საოცრებაა, რომ თურმე, რამდენჯერმე გაფრთხილება იყო, რაც ეს აქციაზე არავის გაუგია.

ბოლოს საოცრება იყო, რაც თქვა, რომ გადადგომა პასუხისმგებლობისგან გაქცევა იქნებოდა. გადადგომა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაა. ნიშნის მოგებით გვითხრა, რომ გადატრიალებისგან დაიცვა ქვეყანა, ეს სრული აბსურდია. პოლიცია ჭიშკრის შიგნით დაეყენებინათ და ვინმე თუ გადაძვრებოდა, დაეკავებინათ.

აგონიაა, ვერაფერს ვიტყვი, საერთოდ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა იყოს საერთოდ ქმედითი მინისტრი. აქამდეც უამრავი ჩავარდნა ჰქონდა. პანკისის ოპერაცია გაიხსენა და სხვათა შორის, პანკისზე მინდა ვთქვა, რომ პოლიციის მანქანები დაწვეს, ქვები ესროლეს, გახარია ჩავიდა იქ და ორი მხარის შერიგებაზე ისაუბრა, რაც არაზუსტი რამ იყო. ისინიც ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ იქ მშვიდობისმყოფელობა გადაწყვიტა, აქ, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი კანონს არღვევდა, დანარჩენი ათიათასი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის, ბავშვები, აქციის ბოლომდე სდია, სახეში ესროდა ნაკლებად, მაგრამ მაინც სასიკვდილო ტყვიებს, რანაირად არის თავსებადი რამე ლოგიკასთან, პრინციპთან, სინდისთან, ან პოლიტიკურ მორალთან?“, - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა გახარიას განცხადებას, რომლის მხიედვითაც, მისთვის ბოკერია, ხოშტარია, ვასაძე და ფალავანდიშვილი, აბსოლუტურად რადიკალური და ერთმანეთისგან არაფრით განსხვავებული ჯგუფებია.

„ეს ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ და ერთ ხორც არიან უმრავლეს საკითხში ამ შავრაზმულ ჯგუფთან, მათ მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ და იყენებენ. „ბასიანის“ დრო გამახსენდა, მაშინ ხომ ასე გამოიყენეს - რა ვქნა, ვერ ვაჩერებ, დაგარბევენ და დაიშალეთო და დაშალეს ხალხი, გამარჯვება იზეიმა ხელისუფლების ამ სატელიტებმა ხელისუფლებასთან ერთად. ახლაც იგივე უნდოდათ და ამაზეა გამწარებული, რომ ახლა არ გამოუვიდათ.

„თურმე, „ევროპული საქართველო“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მხარს ვუჭერთ აქციას, უნდა დავთანხმებულიყავით და უკან უნდა დავხეულიყავით, იმიტომ, რომ ისინი მოძალადები არიან. რა მაგარი ლოგიკაა! დეტალებში მოყვა, ვთხოვეთ, იქით აგრესიული ხალხია და იქნებ თქვენ იქვე გაჩერდეთო, ანუ ვინც აგრესიულია და მოძალადე, იმას უნდა გაუვიდეს. ძალიან საინტერესო მორალი აქვს მას“, - განაცხადა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გუშინდელ ინტერვიუში, ადრინდელისგან განსხვავებით, დააკონკრეტა, რომ აქციის დარბევის ბრძანება მან გასცა.

„ბევრი სპეკულაცია იყო ამაზე. ყველას გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ივანიშვილის გარეშე რთული წარმოსადგენია. როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა, რომ ყველაფერი ბოლომდე პოლიტიკურად თვითონ „შეიტენოს“. მას ეკუთვნის ეს დარტყმა, შეიძლება ხელს აფარებს იმას, ვინც რეალური გადაწყვეტილება მიიღო, ამას არ გამოვრიცხავ“, - აცხადებს ბოკერია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო