ლევან დავითაშვილი - გახარიას გადადგომა აღქმული იქნებოდა როგორც პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების არალეგიტიმურობა

გახარიას გადადგომა იქნებოდა აღქმული როგორც პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების არალეგიტიმურობა, რაც ასე არ არის, შს მინისტრმა კარგად ახსნა თუ რამდენად პროპორციული იყო პოლიციის მოქმედება, - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

დავითაშვილი გახარიას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. მაგრამ, როდესაც ქვეყანაში სტაბილიზაციის პასუხისმგებლობა გეკისრება, პიროვნულ კომფორტსა და რეპუტაციაზე არ უნდა იფიქრო.

„ვფიქრობ, რომ ბატონმა გიორგი გახარიამ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცა. რეალურად ჩვენს ქვეყანაში იყო ძალადობრივი გზით გადატრიალების მცდელობა, როდესაც საუბარია პარლამენტის შტურმით აღებაზე, ეს ჩვენ რამდენჯერმე გამოცდილი გვაქვს დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან და ყოველთვის აქ მთავრდებოდა ქვეყანაში გარკვეული არალეგიტიმური გზით ხელისუფლების ცვლილება. ეს ყველაფერი უფრო ფართო კონტექსტში უკავშირდება ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობას, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური დესტაბილიზაცია. ბოლო პერიოდში ჩვენ დავინახეთ, რომ სხვადასხვა მოვლენა ერთმანეთთან არის მჭიდრო კავშირში და ყველაფერი ამის უკან დგას ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა -„ნაციონალური მოძრაობა“, ოპონენტები, რომლებსაც ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ. ყველა ეს მოვლენა რატომღაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ ცალსახაა, რომ მათი სურვილია მოხდეს შს მინისტრის გადადგომა.

გახარიას გადადგომა იქნებოდა აღქმული როგორც პოლიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების არალეგიტიმურობა, რაც ასე არ არის, შს მინისტრმა კარგად ახსნა თუ რამდენად პროპორციული იყო პოლიციის მოქმედება. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, გვყავს დაზარალებულებიც და ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაზე გულდასაწყვეტი და მტკივნეული ეს არის, თუმცა ის ფაქტიც რომ დაშავებულთა ნახევარზე მეტი არის პოლიციელი ნიშნავს, რომ რეალურად ძალადობას აქციის დროს ადგილი ჰქონდა. როდესაც შენ ხარ პასუხისმგებელი ქვეყანაში სტაბილიზაციაზე, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში შესაძლოა იფიქრო პიროვნულ კომფორტზე ან რეპუტაციაზე, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს დგას ქვეყანაში სტაბილიზაცია და ის მონაპოვარი, რომელიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვაქვს ამ შემთხვევაში, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს მეც მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო