თამარ ხულორდავა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გაბრიელა კრეტუს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობს.

შეხვედრისას, რომელიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა რუმინეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე და პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო რუმინეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს, ევროპარლამენტის არჩევნებს, ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და გაფართოების პოლიტიკას.

თამარ ხულორდავამ შეხვედრისას, გაბრიელა კრეტუს საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო.

„წარმატებული ევროპისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოების განვითარება, რომელიც ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნა სტუმარმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს