მამუკა მდინარაძე - ერთ მხარესაა დესტრუქციული, რევანშისტული, მე-5 კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, მეორე მხარეს - შს მინისტრი და პოლიცია, რომელიც იცავს სახელმწიფოს

გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არც ერთ კითხვას და მით უმეტეს, პასუხისმგებლობას, - ასე აფასებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე „ტვ პირველის“ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ინტერვიუს.

მამუკა მდინარაძის მოსაზრებით, ნიშანდობლივია ისიც, რომ გიორგი გახარიას გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან როგორც დეპუტატი ამბობს, მათ მხარეს არც სიმართლეა და მათ არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე.

„ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა „ნაცმოძრაობის“ სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხვევები, როცა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები, რასაც უსწრაფესი გამოძიება და ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, -განმარტა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, 20 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შტურმის მოგერიება პოლიციელის მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იყო.

„აუცილებელია გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო, რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო