ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწვეული საერთაშორისო სპიკერი მაიკლ ბენგი მასტერკლასებს MICE ტურიზმის  წარმომადგენლებისთვის აგრძელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპიკერმა მაიკლ ბენგმა მასტერკლასი ამჯერად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის გამართა. საკონვენციო ბიურო, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის დანაყოფია, ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო სპიკერმა MICE ტურიზმის გასავითარებლად და ხელშესაწყობად შემუშავებული ტრენინგი თემაზე: "როგორ შევქმნათ 5 ვარსკვლავიანი გაყიდვების და კომუნიკაციების სისტემა“ ჩაატარა.

„როგორც მოგეხსენებათ წლის დასაწყისში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მასშტაბური გადამზადების პროგრამა, დღევანდელი და გუშინდელი ტრენინგები არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელიც დავიწყეთ 2019 წლის დასაწყისში.

განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ეს ტრენინგი, იქედან გამომდინარე, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია მსოფლიო დონის ტრენერი, რომელიც ჩვენს კერძო სექტორს 2 დღის განმავლობაში ასწავლის, თუ როგორ უნდა დაიხვეწოს მათი როგორც გაყიდვების, ასევე მოლაპარაკებების უნარჩვევები.

ყველა ბიზნესს თავისი მიმართულებებით ესაჭიროება სწორი საერთაშორისო სტანდარტების დამატებითი ცოდნის მიღება. ეს ტრენინგი დაეხმარება მათ ახალი ბიზნეს ურთიერთობების დამყარებასა და სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე წილის გაზრდაში,“- აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრენინგის დაწყების წინ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და MCI Group - Management Consulting Investment-თან პარტნიორობით მაიკლ ბენგმა მასტერკლასი თბილისში 2 დღის განმავლობაში ჩაატარა და მას ტურისტული ინდუსტრიის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

საერთაშორისო სპიკერის მაიკლ ბენგის მასტრეკლასის ფარგლებში განიხილეს აქტიური გაყიდვების სტრატეგიები და ეფექტური კომუნიკაციების მეთოდები.

„მაიკლ ბენგს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს გაყიდვების, მოლაპარაკებების, ზოგადად, მომსახურებისა და ინვესტიციების მოზიდვის სფეროში.

ბენგი ცნობილია მის მიერ შექმნილი საავტორო პროგრამებით, რომლებიც აქტიურ გაყიდვებს, დროის ეფექტური მართვას და კლიენტთა მომსახურებას უკავშირდება. სხვა დანარჩენ ორგანიზაციებთან ერთად, ბენგს ჩატარებული აქვს ტრენინგები შემდეგ კომპანიებში: Panasonic, Toyota, Volvo, Nestle, Unilever, Heineken.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს