მაშველებმა მამაკაცი ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს

მაშველებმა მამაკაცი ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადაადგილების საშუალება აღარ მისცა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო