„ქარვასლაში“ რომანის „დამარხული ვაზის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება

„პალიტრა L”-ის ორგანიზებით, სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ „დამარხული ვაზის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცებლობა „პალიტრა L”-დან აცნობეს, სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაიცნონ აფხაზეთის ომზე შექმნილი რომანის ავტორები: ლატვიელი ჟურნალისტი არტურ იურკევიჩი და მალხაზ ჯაჯანიძე. შეხვედრა 13 ივლისს, 16:30 საათზე ჩატარდება.

„პალიტრა L”-ის ინფორმაციით, ყვე­ლა­ფე­რი, რაც წიგნ­ში წე­რია, რე­ა­ლუ­რად მოხ­და. ერთ-ერთი მთავარი გმირი კი თავად მალხაზ ჯაჯანიძეც არის.

წიგნ­ი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა ცოტა ხნის წინ გა­მოს­ცა. მასში სრული სი­ზუსტი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მხრი­დან აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ი­სას მოხ­და და ის ემო­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ომს გა­მოქ­ცე­უ­ლი ათა­სო­ბით დევ­ნი­ლი გა­ნიც­დი­და.

„ამ წიგნმა მომძებნა მაშინ, როცა გულუბრყვილოდ მეგონა, რომ აფხაზეთის ომზე დაწერილი ყველა წიგნი უკვე წაკითხული მქონდა. და აი, აღმოვაჩინე, რომ მათ შორის საუკეთესოს შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი“, - ამბობს დათო ტურაშვილი.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები „დამარხული ვაზის“ შეძენას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 16:00 საათზე მკითხველს „ქარვასლაში“ ყველასათვის საყვარელი მწერალი, გიორგი კეკელიძე შეხვდება და მისი წიგნის - „სიკვდილი პიცერიაში“ წარდგენა გაიმართება.

„ქარვასლაში“ წიგნისა და ღვინის დღეები 12 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს და მკითხველს სხვადასხვა სერიის წიგნებზე მინიმუმ 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა