რატი  იონათამიშვილი - ჩვენ მოვისმინეთ პასუხისმგებლიანი მინისტრის შეფასება იმ მოვლენებზე, რომელიც ჩვენს თვალწინ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა განახორციელეს

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თანამდებობიდან წასვლა ნიშნავს პასუხისმგებლობიდან გაქცევას და რომ სახელმწიფოს სამსახურში ყოფნა ხშირად გვაყენებს მძიმე არჩევანის წინაშეც, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა შს მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ცხადია, რომ ოპონენტებს არ მოეწონებოდათ შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი ინტერვიუ, რომელიც ყველაზე მწვავე კითხვებზე, ორი საათის მანძილზე, გულწრფელ და არგუმენტირებულ პასუხებს სცემდა.

იონათამიშვილის თქმით, ერთ მხარეს არის სახელმწიფოს ინტერესები, პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, მეორე მხარეს კი ყველაფრის ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების აღვირახსნილი მცდელობა.

„ფაქტია, რომ 20-21 ივნისის ღამეს პირველად მოხდა, რომ აქციის მონაწილეებმა განახორციელეს ძალადობა სამართალდამცველების მიმართ; ფაქტია, რომ გასტაცეს აღჭურვილობა, რიგებიდან გაიტაცეს პოლიციის 30 თანამშრომელი და თითოეული მათგანი იყო ნაცემი; ფაქტია, რომ პოლიციელების მიერ მომიტინგეებისთვის დარიგებული წყლის საპასუხოდ, პროვოკატორებმა სამართალდამცველების მიმართ დაიწყეს ბოთლებისა და ქვების სროლა; ფაქტია, რომ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, რაც პარლამენტში შეჭრაში გამოიხატებოდა და შემდეგ სცადეს ამ ულტიმატუმის სისრულეში მოყვანა; ფაქტია, რომ შემდეგ, ისინი აპრილის თოვლივით გაქრნენ რუსთაველის გამზირიდან და ფაქტია, რომ დღემდე არც ერთ ეპიზოდზე არ აუღიათ პასუხისმგებლობა“,-აცხადებს რატი იონათამიშვილი. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერადაც გაუბრის პასუხისმგებლობას და უზნეო მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური დღის წესრიგის დაკმაყოფილებას. „ერთი მთავარი სხვაობა, რომელიც ჩვენს შორის 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას არსებობს, არის ის, რომ იქვე ვამბობთ სამართალდამცველების მხრიდან ნებისმიერ გადაცდომაზე იქნება შესაბამისი და სამართლებრივი რეაგირება და ეს პროცესი, სახალხო დამცველის ჩართულობთ, დაწყებულია. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ისევ გაურბის პასუხისმგებლობის აღებას და ყველაზე უზნეო მეთოდებით ცდილობს პოლიტიკური დღის წესრიგის დაკმაყოფილებას. დღეს, ჩვენი ქვეყნის მტრების მიზანია, რომ დაისაჯონ პოლიციელები, ვინც არ დაუშვეს დესტაბილიზაცია, პარლამენტზე შტურმი, ძალადობა და არა ის, ვინც ამ ძალადობას და შტურმს აორგანიზებდა და ახორციელებდა, ამიტომ პოლიციის დელიგიტმაციის ნებისმიერი მცდელობა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც არ დაუშვებს ჩვენი სახელმწიფო და ქართული საზოგადოება“,-აცხადებს დეპუტატი.

კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო