დავით ზალკალიანი - ბათუმში გამართულმა საერთაშორისო კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია, ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური შეხვედრა

კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია, ეს იყო უპრეცედენტოდ მასშტაბური შეხვედრა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბათუმში გამართული კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ შეჯამებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს მკაფიო მხარდაჭერა ევროპის წევრი ქვენების მხრიდან და კონფერენციაზე ჩამოსული სტუმრების მიერ გაჟღერებული გზავნილები მკაფიოდ აღნიშნავდა საქართველოს მხარდაჭერას, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მისივე თქმით, ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი მიზანი გარე საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა და ქვეყანაში მდგომარეობის სტაბილურობაა.

„ის გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა სტუმრების მხრიდან, იყო უაღრესად მხარდამჭერი საქართველოსთვის, მათ აქვთ ზუსტი აღქმა იმისა, თუ რა ხდება ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს მათი ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ევროპული მისწრაფებების მიმართ და იმ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში.

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი დაფუძნდა, საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები შედეგები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო გადაადგილება, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩვენ კიდევ უფრო მეტად ამბიციურები ვართ და გვინდა, რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ საბოლოო მიზნისკენ. ეს საბოლოო მიზანი გახლავთ საქართველოს სრულფასოვანი გაწევრიანება ევროკავშირში.

ჩვენ გვაქვს ევროპელი პარტნიორების სრული გაგება ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებაში, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან და პროგრესთან. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშველოვანესი მიზანი არის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ გარე საფრთხეები და რისკები იმისათვის, რათა ქვეყანაში უზრუნველვყოთ სტაბილურობა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა