საქართველოს საგარეო უწყებასა და სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის სამინისტროს შორის, ევროპული ინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სერბეთის მხრიდან კი - ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა იადრინკა იოქსიმოვიჩმა.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვედით აქ, ამ კონფერენციაზე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც შეეხება სასწავლო მიზნით ვიზიტების, გამოცდილების გაცვლას, ევროპული ინტეგრაციის შესახებ ჩვენი გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას. სერბეთიც და საქართველოც ევროპის სხვადასხვა ნაწილში გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონებში მდებარე ქვეყნები არიან. ჩვენთვის თანამშრომლობა და ევროპული მომავალი ერთადერთი გონივრული გზაა ჩვენი ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის“, - განაცხადა სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა.

სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული სესიაში- სიცოცხლე ასოცირების შემდეგ: უფრო მაღალი მიზნის ძიებაში.​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა