გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 15 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, მირცხულავას, კლდიაშვილის, ნინო რამიშვილის, ბაზალეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვაზისუბნის დასახლების, პეტეფის, ალუბლების და დავითაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ლეონიძის, ასათიანის, ინგოროყვას, მაჩაბელის, სულხან საბას, დიმიტრი ბაქრაძის, ბელინსკის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, კოსტავას, მაჭავარიანის, ზანდუკელის, ყაზბეგის და მილორავას ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.- აღნიშნულია კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.