მაია ცქიტიშვილი - 20 ივნისის ღამეს გერმანიის ელჩის კომენტარი პირდაპირ ეთერში მოვისმინე

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 20 ივნისის მოვლენებში ელჩების ჩართულობასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ მან გერმანიის ელჩის კომენტარი პირდაპირ ეთერში მოისმინა.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, მუდმივად მიმდინარეობდა კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება ელჩებისთვის და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის, როგორც 20 ივნისის ღამეს, ისე შემდგომ პერიოდში, რაც ბუნებრივია“, - განაცხადა მინისტრმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში.

„მთელი დღის განმავლობაში მესმის კითხვები და კომენტარები იმაზე, იყვნენ თუ არა ელჩები პარლამენტში 20 ივლისის ღამეს? მაგრამ მთავარი ის არის, რომ 20 ივნისის ღამეს პოლიციამ, შინაგან საქმეთა სამინსიტრომ, მინისტრმა შეძლეს იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება, რომელიც მათ აკისრიათ - მათ შეძლეს კანონის დაცვა, ინსტიტუციის დაცვა. ის ადამიანები, რომლებიც უბიძგებდნენ იქ შეკრებილ ჯერ მშვიდობიან მონაწილეებს და შემდეგ უკვე ორგანიზებულ ჯგუფებს შტურმი მიეტანათ პარლამენტზე და მოეხდინათ პოლიტიკური გადატრიალება, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან განცდა თითქოს მოხდა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, თითქოს პოლიცია მოქმედებდა არალეგიტიმურად, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რეალობას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში