მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით აქცია გაიმართა

„მზრუნველობა დასჯის ნაცვლად“, "ჩემს უკან ჩემი ოჯახია", - ამ ლოზუნგებით მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქცია ორმა სათემო ქსელმა - „ნარკოტიკების მომხმარებლები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“, რომელიც 32 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფთან ერთად გამართა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის" ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ლაბარტყავამ განაცხადა, ისინი „ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებენ".

„უნდა აღინიშნოს, რომ დღეს საქართველოში გარკვეული ნათელი წერტილები გამოჩნდა, თუნდაც, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები, თუმცა ჯანდაცვაზე აქცენტი კომპლექსური მიდგომების სახით ჯერ არ მიმდინარეობს.

ჩვენ ვაპროტესტებთ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას. ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში უნდა აღმოიფხვას ის პრობლემები, რომელიც არის, ანუ უნდა გაფართოვდეს უფასო სუბოქსონის პროგრამა. ძალიან მცირეა იმის შესაძლებლობა, რომ ამ პროგრამებში ჩაჯდე და შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ეს პროგრამები", - განაცხადა ლავარტყავამ.

მათ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელზე პეტიცია შეიტანეს, რომლის ძირითადი მოთხოვნა რეპრესიული ნარკოპოლოტიკის ჰუმანიზაციაა.

„პეტიცია შეგვაქვს პრემიერის სახელზე, რათა მოვიპყროთ მისი და შესაბამისი ორგანოების ყურადღება. პეტიციის მთავარი მოთხოვნაა, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაცია", - აღნიშნა ლაბარტყავამ.

მისივე თქმით, აღნიშნულ პეტიციას პროგრამის 4000-ზე მეტი მონაწილე აწერს ხელს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა