ხატია წილოსანი-აგრარული დარგის მოდერნიზაცია და ინვესტიციების განხორციელება ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებაში შეგვიწყობს ხელს

ბათუმმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ისტორიული მნიშვნელობის კონფერენციას უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა საინვესტიციო ფორუმი, სადაც ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მიმართულებით აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების გამოცდილება იქნა გაზიარებული; დამსწრე საზოგადოება ასევე გაეცნო საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის კუთხით.

,,ევროკავშირი მხარს უჭერს მთავრობას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით, რათა დარგის მოდერნიზაციის და ინვესტიციების განხორციელებით, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეძლონ იმ სიკეთეებით სარგებლობა, რაც მათ ევროპის 500-მილიონიანი ბაზრის ათვისებაში შეუწყობს ხელს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

უწყების ცნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოდგენილი იყო გადამმუშავებელი მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პანელზე, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსიის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ასევე, წარმოდგენილი იყო ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი.

საფინანსო ინტიტუტებმა ინფორმაცია წარმოადგინეს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში განხორციელებული პროექტების შესახებ და დაინტერესებულ მხარეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს განუმარტეს ის მინიმალური მოთხოვნები და შესაძლებლობები, რაც სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების განხორციელებისთვის საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან იქნება მხარდაჭერილი.

დეტალურად იქნა განხილული ინფორმაცია ევროკავშირის ბაზრის ათვისებისთვის საჭირო ძირითადი ინსტრუმენტების შესახებ. ასევე, მთავრობის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რაც გადასახადების კუთხით არსებული შეღავათების დაწესებას გულისხმობს, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას და მხარდამჭერ პროექტებს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის კუთხით.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს