ნინო ჯავახაძემ ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი კონფერენციის საპატიო სტუმარია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოხსენებით გამოვიდა კონფერენციის სესიაზე, რომელიც შეეხებოდა განათლებითა და მობილობით ახალი თაობის გაძლიერებას.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების, მობილობისა და ხალხთაშორისი კავშირების მნიშვნელობას.

ნინო ჯავახაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებულ ხელშესახებ შედეგებზე და ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ მნიშვნელობას. შესაბამისად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის წარმატებით განხორციელებას და ამ მიმართულებით, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან.

აღნიშნულ სესიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორი ლორენს მერედიტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროკავშირის რეგიონალური ოფისის დირექტორი ოლა ჰენდრიკსონი და ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი შესტაკოვი.

სესიას მოდერაციას უწევდა ევროპარლამენტის ყოფილი წევრი კლერ მუდი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს