ანონსი  13 ივლისი

13 ივლისს, 11:00 საათზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ორგანიზებით პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის გაიმართება ორდღიანი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში: ამერიკული გამოცდილება“.

ბორჯომი, სასტუმრო „ქროუნ პლაზა“​

13 ივლისს, 12.30 საათზე, რუსთავის მერიასთან, „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი პარტის წევრები აქციას გამართავენ.

თემა: საკრებულოს თავმჯდომარემ ბოდიში მოიხადოს უხამსი კომენტარისთვის. საკონტაქტო ნინო იმედაშვილი - 599487047

13 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის კახი კახიაშვილის საიუბილეო ღონისძიება.

ღონისძიებაზე მიწვეული არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელები, სეოკ-ის აღმასკომის წევრები, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების წევრები, ფედერაციის წარმომადგენლები.

მის: მაჩაბლის ქ.11

13 ივლისს, 13:00 საათზე „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და აქციებთან მიმართებაში „პოლიციის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანაზე და მის მიერ მომზადებული კანოპროექტის თაობაზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

13 ივლისს, 16:00 საათზე, სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“ გაიმართება მკითხველის შეხვედრა გიორგი კეკელიძესათან.

მის.: ცოტნე დაიდაინის #7

13 ივლისს, 16:30 საათზე, „პალიტრა L”-ის ორგანიზებით, სავაჭრო და ბიზნესცენტრ „ქარვასლაში“, წიგნის „დამარხული ვაზი“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართება. სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაიცნონ აფხაზეთის ომზე შექმნილი რომანის ავტორები: ლატვიელი ჟურნალისტი არტურ იურკევიჩი და მალხაზ ჯაჯანიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო