ყოფილი ევროპარლამენტარი - ევროპა მხარს უჭერდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წელს

ინტერესით დავაკვირდებით პროპორციულ არჩევნებს, საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ამჟამად საკმაოდ დაყოფილია. კარგია, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმოების ვალდებულება გაჩნდება პოლიტიკური დაპირისპირებისა და ესკლაციის გარეშე,- ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

ყოფილმა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპა მხარს უჭერდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წელს, შესაბამისად, ისინი მიესალმებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ საქმის კურსში ვართ საპროტესტო აქციების თაობაზე და იმაზეც, თუ რას აპროტესტებს ხალხი. ევროპა მხარს უჭერდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას 2020 წელს. ჩართული ვიყავით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მანამდეც და იმედი გვქონდა, რომ კონსტიტუციაში მოხვდებოდა მუხლი პროპორციული არჩევნების შესახებ. კმაყოფილები ვართ და მივესალმებით რომ ეს ახლა მოხდა. მიგვაჩნია, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ინტერესით დავაკვირდებით პროპორციულ არჩევნებსაც. პრორციული სისტემის თავისებურება იმაშია, რომ მზად უნდა იყოთ თანამშრომლობისთვის არჩევნების შემდეგ“,- აღნიშნა კლერ მუდიმ.

ყოფილი ევროპარლამენტარისთვის საინტერესოა, როგორ იმუშავებენ პოლიტიკოსები ერთად საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად.

„საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ამჟამად საკმაოდ დაყოფილია. ვფიქრობ, კარგია, რომ პოლიტიკური დიალოგის წარმოების ვალდებულება გაჩნდება პოლიტიკური დაპირისპირებისა და ესკლაციის გარეშე. საინტერესოა, როგორ იმუშავებენ პოლიტიკოსები ერთად საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროპასთან უფრო ახლო უერთიერთობების ასაგებად“,- განაცხადა კლერ მუდიმ.

რა იცვლება თბილისში სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში - ექსკლუზიური ინტერვიუ „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2019
სტრასბურგი და ხვალეო!..
ვიტალი ბალა - 2019 წლის არჩევნების შედეგად უკრაინაში არ შედგა პრორუსულ ძალთა რევანში და არ გამართლდა პრორუსულ ძალთა მოლოდინი
თბილისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ახალი კამპუსის და საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს