კლერ მუდი - საქართველო კვლავ რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს  შორის

საქართველო კვლავ რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებს შორის,- ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა კლერ მუდიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

ყოფილ ევროპარლამენტარს მიაჩნია, რომ ბათუმის კონფერენცია ძალიან წარმატებულია და იქ საერთო მიზნის ჩამოყალიბებაა შესაძლებელი.

„შეგვიძლია შევამოწმოთ პროგრესი, რაც მიღწეულ იქნა აღმოსავლეთ პარტნიორიობის პროგრამაში. შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი და ჩამოვყალიბდეთ, თუ საით უნდა წავიდეთ ახლა. გავაღრმავოთ კავშირები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სახელმწიფოებს შორის და ცხადია, ასევე ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე სახელმწიფოებს შორის. უდავოა, რომ საქართველო კვლავ რჩება მოწინავე სახელმწიფოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს შორის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისაუბროთ იმაზეც, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ეს ურთიერთობები და გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები“,- განაცხადა კლერ მუდიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს