პარლამენტთან გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის წინ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია განახლდა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გეგა სალუქვაძის თქმით, გუშინ შს მინისტრმა ბევრი ტყუილი თქვა და დღეს, პროტესტის 23-ე დღე, სწორედ მისი ინტერვიუს შეფასებას დაეთმობა.

“ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფიდან რამდენიმე ადამიანი მუშაობდა მინისტრის მიერ დასახელებული ფაქტების გადამოწმებაზე. არის სერიოზული ეჭვები, რომ იყო სერიოზული ტყუილები გაჟღერებული. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, რომ შს მინისტრი უნდა გადადგეს. გუშინდელი მისი ინტერვიუ იყო ძალიან მძიმე, მორალურად რთული საყურებელი თუ როგორ იტყუება მინისტრი”,-აცხადებს გეგა სალუქვაძე.

პარალელურად, პარლამენტის წინ განთავსებულ კარვებში რამდენიმე ადამიანი შიმშილობას აგრძელებს. პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერებიც.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება პროვოკაციების გზით ცდილობს აქციაზე ვითარება დაძაბოს, მას ეს არ გამოუვა და აქცია მშვიდობიანად გაგრძლედება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა