თამარ ხულორდავა - პოლიტიკური სტაბილურობის განცდის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი იყო წარმატებული საქართველოსთვის.

„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური თანამშრომლობის ძალიან მაღალი ხარისხი ევროკავშირთან, გვაქვს ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა, რომელიც ბოლომდე გამოსაყენებელია და გვაქვს თავისუფალი მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. ეს ის მნიშვნელოვანი შედეგია, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ხულორდავამ.

მისივე შეფასებით, ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად აუცილებელია შიდა პოლიტიკური კონსოლიდაცია, ხოლო სტაბილურობის განცდის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რაც ასევე ევროპულ ოჯახთან დაახლოების წინაპირობაა.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვპირდებიან მხარდაჭერას. თუმცა, ამის მიღმა სამუშაო ბევრია. ერთგვარი გამოწვევაა ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ევროგაერთიანება არ არის დღეს იმ მდომარეობაში, რომ თავისუფლად იფიქროს გაფართოებაზე. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და დრო შიდა კონსოლიდაციაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ. რადგან ამის გარეშე წინ წასვლა გაგვიჭირდება“,- აცხადებს თამარ ხულორდავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო