ვლადიმერ ზელენსკიმ ლუსტრაციის შესახებ კანონი მოამზადა

უკრაინის უმაღლესი რადას საიტზე ხელისუფლების წმენდის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის ტექსტი გამოქვეყნდა, რომელიც პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენელთა მასობრივ ლუსტრაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამ კანონპროექტის განხილვას რადას არსებული შემადგენლობა ვეღარ მოასწრებს და პრეზიდენტს მისი შეტანა ხელმეორედ მოუწევს მაშინ, როდესაც უკრაინაში ახალ პარლამენტს აირჩევენ.

კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტი ზელენსკი ყველა თანამდებობის პირს - პრეზიდენტ პოროშენკოდან დაწყებული სოფლის თავმჯდომარეებით დამთავრებული, ლუსტრირებას სთავაზობს, ვინც 2014-დან 2019 წლამდე მუშაობდა თანამდებობაზე და საკუთარი ნებით არ დაუტოვებია სამსახური.

კანონპროექტით, ლუსტრაცია არ შეეხება პირებს, რომლებიც აღიარებული არიან დონბასში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების დროს სამხედრო მოქმედებების მონაწილეებად.

მსგავსი სახის კანონის მიღების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ სახელმწიფო ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობის აღსადგენად, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების კუთხითაც.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის