სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირი მხოლოდ პერსპექტივა არ არის

რა სიძნელეებიც არ უნდა შეგვხვდეს, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია ევროპული კავშირისკენ სწრაფვა. ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში კითხვას, როგორ ახერხებთ, ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების ევროპული ამბიციების და მეორე მხრივ, საბჭოთა წარსულსა და რუსეთთან კავშირებს შორის ბალანსის დაცვას?

ზურაბიშვილის თქმით, ევროპული კავშირი მხოლოდ პერსპექტივა არ არის.

„ძალიან მარტივად, რადგან არსებობს მხოლოდ ერთი პერსპექტივა - კავშირები უნდა შენარჩუნდეს. წარსულის მემკვიდრეობას ნელ-ნელა ვლახავთ და წინ მივიწევთ. თუმცა, ქვეყნის პერსპექტივები დღეისთვის ნათელია: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ დაიწყო პროცესი, რომელიც, თავდაპირველად, ნელა მიდიოდა, შემდეგ კი, დაჩქარდა და ბოლოს და ბოლოს გადაიქცა თანმიმდევრულ მოძრაობად ევროპული კავშირისკენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უღრუბლოდ ხდება. ჩვენ წინ გვეღობება უამრავი სიძნელე. ჩვენ გვქონდა გაყინული კონფლიქტები და გვქონდა ომი 2008 წელს. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია - გამყოფი ხაზი დაძაბულობის მუდმივი წყაროა. ცოტა ხნის წინ, ამ ნიადაგზე წარმოიშვა რუსეთთან უთანხმოება. თუმცა, რა სიძნელეებიც არ უნდა შეგვხვდეს, საქართველოს არასდროს შეუწყვეტია ევროპული კავშირისკენ სწრაფვა. ვიმეორებ, ეს მხოლოდ პერსპექტივა არ არის. ეს ქართული კულტურის და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ქართველები თავს ევროპელებად გრძნობენ და ქვეყანა დღეს იმ მიმართულებით მიდის, რომელი მიმართულებითაც უნდა მოძრაობდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა