პარლამენტის წინ აქცია 13 ივლისს 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის წინ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია დასრულდა. დღეს აქციაზე გამომსვლელებმა შს მინისტრის ინტერვიუ შეაფასეს და აღნიშნეს, რომ გიორგი გახარიამ საზოგადოებას ტყუილები უთხრა, ამიტომ მას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და თანამდებობის დატოვება.

აქციის ორგანიზატორებმა, ვიდეორგოლიც აჩვენეს, რომელშიც შსს მინისტრის ინტერვიუში მათ მიერ აღმოჩენილ 12 ტყუილზე იყო საუბარი. პარლამენტის წინ აქცია 13 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს