დღეს ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს

დღეს, ქობულეთი ფესტივალს „Kobuleti Fest 2019“ მასპინძლობს. ფესტივალი საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ის, 14:00 საათზე ფრანების შოუთი გაიხსნება და 03:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული დიჯეები Beka, Chiki, Toke, ასევე მუსიკალური ბენდები „Melomaniak“ და „Goofy Land’ იზრუნებენ. გაიმართება ფრანების შოუ, ცეცხლოვანი შოუ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და ქართული, აღდგენილი მულტფილმების ჩვენება პარკის ამფითეატრში. ფესტივალის ფარგლებში პარკშივე იფუქნციონირებს ღია კაფე-ბარები, სადაც სასმელების, ნაყინის, ხილისა და კერძების შეკვეთა იქნება შესაძლებელი.

14:00 - 17:30 - Beka

17:30 - 21:00 - Chiki

21:00 - 22:00 - Melomaniakk

22:00 - 23:00 - Goofy Land

23:00 - 03:00 - Toke

14:00 - 18:00 ფრანების შოუ

14:00 - 19:00 - საბავშვო გასართობი ღონისძიებები

20:00 - მულტფილმების ჩვენება ამფითეატრში21:00ცეცხლოვანი შოუ

21:30 - კოცონი

23:00 - ფოიერვერკი

ქობულეთის ფესტივალს ასევე დაამშვენებს ტრადიციული, გრანდიოზული ფოიერვერკი. ის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და ქობულეთის მერიის მხარდაჭერით გაიმართება. ფესტივალს ქობულეთის მერიის ორგანიზებით, უცხოელი ჟურნალისტები, ტუროპერატორები, ბლოგერები, ასევე ქობულეთს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები ესტუმრებიან. - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა