ანრი ოხანაშვილი - 20 ივნისს შსს-ს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტებას გენერალური პროკურატურა იძიებს

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ საკითხებს იძიებს გენერალური პროკურატურა, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მანვე განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, ამიტომ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი; გამოკითხულია სამოცდაათამდე პირი; დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები; თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელ 10 პირს, ვინც მონაწილეობდა მანიფესტაციის დროს კონკრეტული ქმედებების განხორციელებაში, შეუჩერდა უფლებამოსილება; განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს ასევე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.

„გამოძიებას იქ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით აწარმოებს საქართველოს გენერალური პროკურატურა. ეს არის სამართლებრივი სწორი შეფასება, რაც რეალურად გვაქვს“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა