აშშ „ფეისბუქს“ 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს

ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელი ორგანო „ფეისბუქს“ 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებს. საქმე ეხება „Cambridge Analytica“-ის სკანდალურ საქმეს. აშშ-ის ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ, რომელიც ამ საქმის გამოძიებას გასული წლის მარტიდან აწარმოებს, დაასკვნა, რომ ლონდონში რეგისტრირებულმა საკონსულტაციო ფირმამ „Cambridge Analytica“-მ ფეისბუქისგან კანონის დარღვევით მიიღო სოციალური ქსელის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომლებიც შემდეგ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კლიენტების ინტერესების შესაბამისად. ამ კვირაში გადაწყვეტილება მოიწონა კომისის ხუთი წევრიდან სამმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ ავრცელებს. თავად „ფეისბუქს“ და ფედერალურ სავაჭრო კომისიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მედია ვარაუდობს, რომ ამ ინფორმაციას ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაქვეყნებენ. თუ აღნიშნული დადასტურდება, ეს იქნება ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც ოდესმე გადაუხდია ტექნოლოგიურ კომპანიას ფედერალური სავაჭრო კომპანიისთვის.

ჯარიმის ამ ოდენობის გაჟონვისთანავე „ფეისბუქის“ აქციების ფასმა 1,8 პროცენტით მოიმატა. უმსხვილესი სოციალური ქსელის ანალიტიკოსები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ დაახლოებით 5 მილიარდამდე ჯარიმის გადახდა მოუწევდათ.

ამ თანხის გადასახდელად კომპანია ფაქტობრივად მზად არის. ინვესტორების ოპტიმიზმიც სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ჯარიმა ბევრად მეტი არ აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო: "ფეისბუქს" 5 მილიარდი დოლარით აჯარიმებენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა