კიევში ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს

კიევში, ტელეკომპანია „112 უკრაინას“ შენობას ყუმბარა ესროლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყო, მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია დამნაშავეების დადადგენად და დასაკავებლად. მომხდარს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გამოიძიებს.

ცნობილი უკრაინელი ბლოგერი ანტონ ჰოდზა მიიჩნევს, რომ ეს იყო პროვოკაცია დღეს ამ ტელეკომპანიის წინ დაგეგმილი მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ. აქტივისტები ამ ტელეკომპანიის მიერ დაანონსებული ფილმის, კერძოდ, ოლივერ სტოუნის ფილმის „Revealing Ukraine“ („აღმოვაჩინოთ უკრაინა“) ჩვენებას აპროტესტებენ. ამ ფილმში მოვლენების მთავარი კომენტატორია ვიქტორ მედვედჩუკი - პუტინის ნათლიმამა და ღიად პრორუსული პოზიციის მქონეთაგან უკრაინის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი.

აღნიშნულ ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო