პატრიარქი სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, ილია მეორე სვეტიცხოვლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს. როგორც სვეტიცხოვლის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ალექსანდრე ბეჟიტაშვილმა განაცხადა, სადღესასწაულო წირვას ესწრებიან წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობაში მონაწილეები, რომელთაც პატრიარქისგან საპატიო სიგელები გადაეცემათ.

დეკანოზმა მართლმადიდებელ მრევლს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.

"გილოცავთ, სვეტიცხოვლობას, 12 მოციქულის დღეს. ვინაიდან, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი 12 მოციქულის სახელობის არის, დღეს არის ტაძრის დღესასწაული. ამ დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს სადღესასწაულო ლიტურგიას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც წმინდა ნინოს გზაზე, მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ეს მსვლელობა იწყება პირველ ივნისს და მთავრდება 13 ივლისს, სვეტიცხოვლის ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით. ამ დღეს ილოცებიან ამ მსვლელობაში მონაწილე წევრები, რომელთაც გადაეცემათ საპატიო სიგელები. მათ დალოცავს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ერთობლივი ლოცვით ვადიდებთ უფალს", - აღნიშნა დეკანოზმა.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა