დღეიდან, შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ჯარიმები იზრდება

შშმ პირთათვის გამოყოფილი საპარკინგე ადგილით არაუფლებამოსილი პირის მიერ სარგებლობაზე ჯარიმის რაოდენობის გაზრდა დღეიდან ძალაში შევიდა. კერძოდ, საპარკინგე ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე, ასევე თვითმმართველი ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრულ პარკირების ადგილზე არაუფლებამოსილი პირის მიერ პარკირება 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

ამასთან, ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს 150-ლარიანი საურავი დაერიცხება. აქედან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი, ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზება განხორციელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს