ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ტროპიკული შტორმია. შტორმი სახელად „ბარი“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მექსიკის ყურეში ფორმირდება. შტორმის შედეგად ქარის სიჩქარე რეგიონში საათში 104 კილომეტრს აღწევს და მოსალოდნელია, რომ მან ქარიშხლის დონეს მიაღწიოს. „ბარის“ გამო, ქალაქ ახალ ორლეანში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და წყალდიდობა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. თუმცა, ქალაქ ახალი ორლეანის მერი სრული ევაკუაციის საჭიროებას ვერ ხედავს. მხოლოდ იმ ადამიანების დროებით ევაკუაცია განხორციელდება, რომლებიც სანაპიროებთან ახლოს და ზღვის დონიდან დაბლა მდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობენ.

იხილეთ ვიდეო: მოსალოდნელი შტორმის გამო, ტრამპმა ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ქარის სიჩქარე საათში 104 კილომეტრს აღწევს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა