ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, 20 ივნისის საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით იმყოფებოდნენ  პარლამენტში

მე ასე არ დავსვამდი შეკითხვას, რომ თითქოს ტყუილები უპოვიათ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლაში. მაინტერესებს, ვინ არის ის კრიტიკული საზოგადოება, ვინც თურმე ტყუილებს პოულობს. საინტერესოა დასახელდეს წყარო. თუ, ვითომდა ტყუილების გარდა ამ ე. წ. კრიტიკულმა საზოგადოებამ სხვა ნაწილი ვერ ნახა მინისტრის გამოსვლაში, ძალიან რთულია ობიექტურად შევაფასოთ ე. წ. კრიტიკული საზოგადოება“, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 20 ივნისის საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით იმყოფებოდნენ პარლამენტში.

„ეს არის ჩემი ინფორმაცია. შეგვიძლია ვკითხოთ კონკრეტულ წარმომადგენლებს და ისინი ისაუბრებენ ამასთან დაკავშირებით - ეს ერთი. მეორე, დიპლომატების მიერ კონკრეტული საკითხის გახმოვანება არ ნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ რაიმე არასწორი განაცხადა. ტელეეთერითაც დაფიქსირდა ფაქტი, რომ მაგალითად, გერმანიის ელჩი იმ საღამოს მივიდა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს ცნობილი ფაქტია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა