გუბაზ სანიკიძე - მომიტინგეებმა, ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა

ქართველმა ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული გამგრძელებელი ახორციელებდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ განუცხადა.

ის სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. სანიკიძე საგამოძიებო უწყების კითხვებს ერთ საათზე მეტი პასუხობდა.

„აინტერესებდათ ჩემი ლოკაცია, მდგომარეობა, რას ვშვებოდი, სად ვიყავი. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მკითხავდნენ, რა ინფორმაციაც მქონდა, ის მივაწოდე. დაკითხვა ძალიან მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა. დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა, როცა გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვა და როცა მომიტინგეები დაუნდობლად დაარბია. დანაშაული არის ჩადენილი, ოღონდ ხელისუფლების მხრიდან. მაშინ ჩვენ, მომიტინგეებმა და ქართველმა ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ახორციელებდა ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული გამგრძელებელი. გადავრჩით მესამე ოკუპაციას. საქმე უნდა აღიძრას გახარიას წინააღმდეგ და ალბათ, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულიც გამოიკვეთება. ადრე თუ გვიან. გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით არ წავა, მაგრამ ამას შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გამოძიებს. აბა, თავის თავს ხომ არ დაიჭერს ეს ხელისუფლება?“ - განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა