სომალიში მსხვერპლის რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

სომალის საპორტო ქალაქ კისმაიიუში, სასტუმროზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 10 უცხოელია. დაჭრილია 56 ადამიანი. დაღუპული უცხოელები აშშ-ს, კენიის, ტანზანიის, კანადის და ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

სასტუმროში, სადაც ტერაქტი მოხდა, შეხვედრა მიმდინარეობდა, სადაც მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე მსჯელობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი უხუცესები, არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და ჟურნალისტები. სასტუმროს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული მანქანა დაეჯახა და შემდეგ სროლა ატყდა. პოლიციასთან ორმხრივი სროლა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.მოკლულია 4 ტერორისტიც.

იხილეთ ვიდეო: სომალიში ტერორისტი დანაღმული ავტომობილით სასტუმროს შეეჯახა, შემდეგ კი შეიარაღებული პირები შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს - დაღუპულია 26-მდე ადამიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს