უმრავლესობის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში პარლამენტის მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ

13 - 14 ივლისს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით მართავენ გასვლით სამუშაო შეხვედრას თემაზე: „პარლამენტის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში: ამერიკული გამოცდილება“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

„ჩვენთვის საინტერესოა ამერიკული მოდელის გაცნობა, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სწორედ ამერიკული მოდელის მიხედვით მოვახდენთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენას, რასაც უზრუნველყოფს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG). გვექნება საინტერესო დისკუსია იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა და როგორ წარიმართოს ეს პროცედურა“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, მალე საქართველოს პარლამენტში დაიწყება ძალიან რთული და საპასუხისმგებლო პროცესი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და მაქსიმალურად დასავლური სტანდარტების დაცვით დავამტკიცოთ მოსამართლეები. სწორედ ამ მიზნით ვეცნობით ამერიკულ გამოცდილებას, რაც ვფიქრობ, რომ დაგვეხმარება ამ პროცესის ღირსეულად წარმართვაში“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა და USAID/PROLoG-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ. შეხვედრის მონაწილეებს, მიმდინარე წლის ივნისში, აშშ-ი ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები უზიარებენ საკუთარ შთაბეჭდილებებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მონაწილეობის შესახებ.

პარლამენტის წევრები გაეცნობიან აშშ-ის უზენაესი სასამართლოსა და ფედერალური სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს და დოკუმენტებს. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გაიმართება მსჯელობა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და ასევე, დეპუტატის როლზე არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს