კახა კალაძე - სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი

დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ უპასუხა დასმულ კითხვას ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების განცხადების შესახებ, რომ შს მინისტრმა ტყუილი თქვა აქციის მონაწილეების წინასწარ გაფრთხილებაზე აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ამასთან, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეების თქმით, გაფრთხილება თბილისის მერიის ვალდებულება იყო.

"მე კითხვას შემოგიბრუნებთ. რატომ დაიწყო შტურმი პოლიციაზე სახელმწიფოში უპირველეს ინსტიტუტზე? მეორე კითხვას დაგიბრუნებთ - გაქვთ კანონში ჩახედილი, იცით, როგორ არის ეს, როგორ ხდება ზოგადად? არ გაქვთ სწორი ინფორმაცია. შეიძლება, ყველამ არ ვიცოდეთ ყველა კანონი, არც მე ვიცი ყველა მათგანი, მაგრამ გეტყვით, როგორ ხდება: როდესაც დაგეგმილია აქცია, 5 დღით ადრე ხდება შეტყობინება დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის. შესაბამისად, მერია გამოყოფს წარმომადგენელს და აქვს კომუნიკაცია თვითონ მომიტინგეებთან, ვინც აქციას აწყობს და როდესაც ხდება დაშლა, წინასწარ ხდება გაფრთხილება. რაც შეეხება იმას, რაც მოხდა და უმძიმესი იყო. აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი და ამ ქვეყანაში ყველას, ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეს, აქვს უფლება და შესაძლებობა იმისა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრებები მშვიდობიანი ფორმით, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ის, რაც ხდებოდა და დაიწყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან - მოწოდებები პარლამენტში შევარდნაზე, შტურმზე და ა.შ. იყო ძალიან მძიმე. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ასევე ის, თუ მერე როგორ განვითარდა მოვლენები, ასევე, დაშავებული ადამიანები, რაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვეთვის ყველაზე მთავარი ახლა მათი ჯანმრთელობაა, რომ მოვუაროთ ამ ადამიანებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მანვე უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა აქციის სპონტანურობა მომხდარის გამართლება.

„ამიტომ დაგისვით შეკითხვა, რომ რა დავარქვათ იმას, როდესაც ხდებოდა პოლიციელების პირდაპირი მნიშვნელობით ცემა-ტყეპა, გამოყვანა? პოლიცია იდგა და ერთი ნაბიჯი არ ყოფილა გადადგმული. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ეს იყო კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან უპასუხისმგებლო ქმედებები. როგორც ხელისუფლებას აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე გარკვეული, რა თქმა უნდა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ასევე, პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას. დემოკრატია არ ნიშნავს ქაოსს, სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და თავზე დავახუროთ ყველაფერი“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა