კახა კალაძემ მრგვალ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მრგვალ ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მისი თქმით, ამ პროექტთან დაკავშირებით დიდი პრობლემები იყო, თუმცა სულ მალე დედაქალაქს ახალი, ძალიან ლამაზი სივრცე შეემატება.

„მიმდინარეობს მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. იცით, რამხელა პრობლემები იყო ამ პროექტთან დაკავშირებით, რადგან კომპანია, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა აღებული ხელშეკრულებით, რომ განეხორციელებინა რეაბილიტაცია, არაკეთილსინდისიერად მოიქცა, ჯეროვნად არ ასრულებდა გათვალისწინებულ სამუშაოებს და ფაქტობრივად, შუა გზაში გავუწყვიტეთ სამუშაოები. შესაბამისად, ძალიან სწრაფად შევარჩიეთ ახალი კომპანია, რომ დროულად მომხდარიყო სკვერის რეაბილიტაცია. ძალიან მალე დამთავრდება ყველანაირი სამუშაოები და მიხარია, რომ კარგი სივრცე გამოდის“, - განაცხადა კალაძემ.

ინფრასტურქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაკტიონ ბუაძემ კი სარეაბილიტაციო სამუშაოების დეტალებზე ისაუბრა.

„დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა მრგვალ ბაღში მიმდინარე სამუშაოები, სადაც ძირითადი ნაწილი დასრულებულია. დარჩენილია დეკორატიული სანათებისა და ავეჯის მოწყობის სამუშაოები, რომელიც დათქმულ ვადაში ესწრება და დაახლოებით, ერთი კვირის ვადაში მთლიანად დასრულებული იქნება კეთილმოწყობის სამუშაოები. მთლიანად შეიცვალა გარე განათების ქსელი, მიწისქვეშ მოექცა საჰაერო გადამცემი ხაზები, შეიცვალა საფარი უშუალოდ მოედანზე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს. ასევე, მთლიანად გამოიცვალა მოსაპირკეთებელი მასალა, გარშემო ბილიკი გამოიცვალა, იცვლება გამწვანებაც, დაემატება ახალი ტიპის დეკორატიული გამწვანების ელემენტები. ასევე, იქნება განათების ელემენტები, რომელიც ბევრად გაალამაზებს მრგვალ ბაღს, ვიდრე მანამდე იყო“, - განაცხადა ბუაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა