პროკურორი ხატია დეკანოიძის დაკითხვაზე - სხდომა საჯარო ვერ იქნება - კითხვები იქნება ყველა იმ ფაქტზე, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს

კითხვები იქნება ყველა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს, - ამის შესახებ ჟურნალიატებს ხატია დეკანოიძის დაკითხვასთან დაკავშირებით პროკურორმა შმაგი გობეჯიშვილმა განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, სხდომა საჯარო ვერ იქნება, ვინაიდან კანონით ეს გათვალისწინებული არ არის.

"რაც შეეხება კითხვებს, გამოძიება დასვამს ყველა იმ კითხვას, რომელიც მიზანშეწონილად იქნება მიჩნეული. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე , შინაარსზე, ფაქტებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით, შესაბამისად, კითხვები იქნება ყველა ფაქტთან დაკავშირებით, რასაც გამოძიება მიზანშეწონილად მიიჩნევს. რაც შეეხება გამოკითხვის საჯაროობას, ბრალდების მხარის პოზიცია არაა, რომ პროცესი დაიხუროს, ეს არის იმპერატიული მოთხოვნა სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით. აღნიშნული სხდომა ტარდება დახურულ რეჟიმში", - განაცხადა შმაგი გობეჯიშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა. ისინი სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა