ხატია დეკანოიძე - დაკითხვაზე არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. როგორც დეკანოიძე განმარტავს, მასთან კითხვები ძირითადად იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუ სად იმყოფებოდა აქციის დროს და მიმართა თუ არა მან მომიტინგეებს.

„კითხვები შეეხებოდა 20-21 ივნისის ღამეს. მოვუყევი ყველაფერი დილიდან გვიან ღამემდე, ვიდრე დავტოვე რუსთაველის ტერიტორია. რა ხდებოდა, სად იყავით, რა მოწოდებები გაიგეთო- ეს მოვუყევი თავიდან ბოლომდე. ჩემი პროტესტი ისევე, როგორც ძალიან ბევრი ადამიანის, რომელიც რუსთაველზე იდგა, გავრილოვის, ოკუპანტის პარლამენტში შემოსვლასთან დაკავშირებით და პარლამენტის სპიკერის სავარძელში აღმოჩენასთან დაკავშირებით იყო. ჩემი შინაგანი პროტესტი გავუზიარე ასევე მოსამართლეს, თუ რატომ აღმოვჩნდი ისევე, როგორც ბევრი ადამიანი, პარლამენტის ტერიტორიაზე, რას ვაპროტესტებდი, როგორი იყო თანმიმდევრობა. ეს იყო რეალურად მშვიდობიანი პროცესი, რომელსაც შემდეგ მოჰყვა ამ ადამიანების დარბევა და დასახიჩრება. აღვნიშნე ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან იყო ძალადობა და ახლო კონტაქტი ადამიანებთან. ერთი დეტალი მოვყევი, როგორ იყვნენ პარლამენტის აივანზე პოლიციელები, ასევე ანზორ ჩუბინიძე. ჩემი მონათხრობი ემყარებოდა მხოლოდ სიმართლეს და იმ სიმართლეს, რაც მე და ძალიან ბევრმა ადამიანმა პარლამენტის წინ იხილა. ეს აღშფოთება და ეს პროტესტი გამოწვეული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამით - ოკუპანტის საქართველოში შემოსვლით. ასევე კითხვები ეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას, სად ვიყავი, მივმართე თუ არა სიტყვით აქციას და ა.შ. დიახ, მე მივმართე სიტყვით აქციას, გამოვხატე პროტესტი, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩემი მდებარეობა იყო იქ, სადაც იდგნენ საქართველოს მოქალაქეები", -განაცხადა დეკანოიძემ.

მისივე განმარტებით, გამოძიებას მასთან მნიშვნელოვანი კითხვები არ ჰქონია.

"როცა სახელმწიფო გადატრიალებაზე და ამბოხზე გაქვს საქმე აღძრული, მნიშვნელოვანი კითხვები ხომ უნდა მოისმინო? არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია. ძალიან მეცინება ბერიძის, როგორც მოწმის ჩვენებაზე, როცა ის ამბობს, რომ ადამიანები რაღაც ამბავს აწყობდნენ და თათბირობდნენო. ეს იყო ადამიანების შეკრება, იქ არამხოლოდ პოლიტიკოსები, უცნობი ადამიანებიც იყვნენ და ადამიანები გამოთქვამდნენ თავის აზრს. საბოლოო მოთხოვნა, კობახიძის გადადგომა იყო. კობახიძე მხოლოდ მაშინ გადადგა, როცა აქცია დაარბიეს. ასევე განვუმარტე ჩემი უნდობლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, როგორც საგამოძიებო ორგანოს, ვინაიდან მისი მინისტრი გიორგი გახარია არის, რომელიც თავად არის გავრილოვის ღამეს ადამიანების დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი", - განაცხადა დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
კოვიდ-19 პანდემიის ფონზე თანამედროვე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სამართლებრივი პრობლემები და პერსპექტივები
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება