პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები უკვე 24-ე დღეა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, აქციას არ შეწყვეტენ, ვიდრე თანამდებობას არ დატოვებს შს მინისტრი გიორგი გახარია.

„ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაციის 24-ე დღეა. არაფერი შეიცვლება, ვიდრე გიორგი გახარია არ გადადგება, როცა გადადგება სახლში წავალთ, მანამდე ყოველ დღე აქ ვიდგებით. ბევრი პროვოკაცია იყო, თუმცა , აქამდე მოვედით და აქ დგომით რეკორდებს ვხსნით. ყოველ დღე, როცა ჩვენ აქ ვდგავართ,მმართველი პარტია ახალ შეცდომებს უშვებს, ეთერებში უტიფრად იტყუებიან,თავს იფუჭებენ, "ქართული ოცნების" სხვადასხვა დეპუტატები. აკაკი ზოიძემ „მეხუთე კოლონა“ უწოდა აქ მდგარ ახალგაზრდებს" , - განაცხადა დიღმელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: აქცია "სირცხვილიას" მონაწილეები შს მინისტრის გადადგომას უკვე 24 დღეა მოითხოვენ