მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, ვიდეოჩანაწერიდან ამოიღოს ერთი მომენტი და ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამით მტკიცდება დანაშაული ან უდანაშაულობა

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რამდენიმესაათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღოს ერთი მომენტი და ეს წარმოაჩინოს ისე, თითქოს ამით მტკიცდება დანაშაული ან უდანაშაულობა, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ნიკა მელიას მიერ გავრცელებული ვიდეოსა და პროკურატურის განცხადების შეფასებისას განაცხადა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი სტილი საზოგადოებრივ აზრზე ძალადობა და ტყუილია.

„საზოგადოებამ, ჩვენ, ყველამ, უკვე ძალიან კარგად ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი სტილია ძალადობა საზოგადოებრივ აზრზე და ტყუილი. ამ სერიიდან არის ეს ყველაფერიც. ჩვენ გვახსოვს, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას უმტკიცებდნენ და ატყუებდნენ, თითქოს პარლამენტმა დააპატიმრა ნიკა მელია, ლამის ამ კონტექსტში აიყვანეს ეს ყველაფერი და მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ ნიკა მელია თავისუფალია, აღკვეთის ღონისძიების არასაპატიმრო სახე აქვს შეფარდებული. იგივეა პრაქტიკულად დღეს ცდილობენ, რომ რამდენიმე საათიანი ვიდეოჩანაწერიდან ამოიღონ ერთი მომენტი და ეს გამოაჩინონ ისე, თითქოს ამით მტკიცდება ან დანაშაული, ან უდანაშაულობა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ცალსახა ტყუილია ის, რომ ამ ჩანაწერის რამდენიმეწუთიანი მონაკვეთიდან შეიძლება რაღაც დასკვნები გამოიტანო, საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომ თითქოს ვიღაც ჩაგრავს ნიკა მელიას, ეს ასე ბუნებრივი არ არის. საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა სხვა კადრებიც, თუმცა ცალკე აღებული არც ერთი კადრით არ შეიძლება რაიმე დასკვნის გამოტანა, მის დანაშაულსა თუ უდანაშაულობაზე მხოლოდ სასამართლო იმსჯელებს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ესეც მორიგი სპეკულაცია, მორიგი მანიპულაცია და მორიგი ძალადობაა საზოგადოებრივ აზრზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო