ბაჩო ახალაია სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც სერგო თეთრაძის საქმეზეა მსჯავრდებული, საქმეს სტრასბურგში წაიღებს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა, ანი ნადარეიშვილმა განუცხადა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ორი ინსტანციის მიერ ბაჩო ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც ნადარეიშვილი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ნადარეიშვილი საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კანონით განსაზღვრულ - 6 თვის ვადაში გაგზავნის.

"ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს. უკვე დიდი ხანია, წლებია ველოდები ამ განაჩენს, რომ საქმე სტრასბურგში გავაგზავნო. არც არანაირი რეაქცია მქონია და არც არანაირი მოლოდინი, საერთოდ არ მაინტერესებდა ბიძინა ივანიშვილის სასამართლო რას გამოიტანდა. ბაჩოსაც იგივე მოლოდინი ჰქონდა, მასთან ყოველდღე შევდივარ, როგორც ადვოკატი. თეთრაძის საქმე განსაკუთრებით ახლა არის ყველაზე აქტუალური საქმე, ყველა ვხედავთ, რომ მთელი მთავრობა რუსული გვყავს და რაც მოხდა ყველამ დავინახეთ. ჯაშუშების საქმე არის, მოსკოვიდან "სკაიპით" ჩაერთო ერთ-ერთი ჯაშუში, რომელსაც ჯაშუშის ბრალდება მოუხსნეს და გაამართლეს, მოსკოვში გაიქცა და იქიდან სდებდა ბაჩოს ბრალს", - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს განაჩენების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამებისა და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს
BDO-მ მე-4 კატეგორიის კომპანიების მომსახურებისთვის სპეციალური გუნდი გამოყო
რა მავნე ნივთიერებები აღმოაჩინა ჰამბურგის ლაბორატორიამ საქართველოდან გაგზავნილი თუთუნის შემადგენლობაში