გიგა ბოკერია - გახარია არ არის პოლიტიკური ფიგურა, უბრალოდ, ასისტენტია ივანიშვილის, რომელიც ჩამოიყვანა და აქ დასვა

გახარია არ არის პოლიტიკური ფიგურა, უბრალოდ ასისტენტია ივანიშვილის, რომელიც ჩამოიყვანა და აქ დასვა , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „7vs1” „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკური ფიგურები არ არსებობენ და გამონაკლისი არც გიორგი გახარიაა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ მას არ მიაჩნია სწორ ანალიზად ის, რომ ძლიერი პოლიტიკური ფიგურობის გამო არ უშვებს მას ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან.

„აქ პოლიტიკური ფიგურები პრაქტიკულად არ არსებობენ. გახარია იყო ყველაზე ახლოს, რაც სიმულაციასთან მიდიოდა იმის, რომ თავისუფალი ფიგურაა იმიტომ, რომ ლაპარაკის და რაღაც არტიკულირების თვალსაზრისით ძალიან წინ იყო მისი წინამორბედებისგან, მინისტრებისგან, რაც ძალიან დაბალი სტანდარტია, ადვილია იმათზე წინ ყოფნა. მაგრამ პოლიტიკური შინაარსის თვალსაზრისით, ამ ვითარებამაც, წინა ვითარებამაც - პანკისის საგამ გვაჩვენა, რომ არც ეს არ არის პოლიტიკური ფიგურა, ეს უბრალოდ ასისტენტია ივანიშვილის, რომელიც მან ჩამოიყვანა და დასვა აქ. არც თავისი პოლიტიკური დასაყრდენი აქვს და არც არაფერი. მოტივი, რომ ამ კაცის გაშვება, პოლიტიკურად ისეთი მტკივნეულია, რომ ვერ გაუშვებს, მე, არ მგონია სწორ ანალიზად. აქედან გამომდინარე, მგონია, ეს ივანიშვილის სიჯიუტე. დიდი რამის დათმობა მოუწია, პროპორციული არჩევნების და ახლა ბოლომდე რაღაცის გადმოგდება არ უნდა. ასევე ლეგიტიმურია ვერსია, რომ შიგნით რაღაც შიში არის“, - აღნიშნა ბოკერიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არსებულ ვითარებაში სწორი იქნებოდა.

„პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, ყველა შემთხვევაში, უფრო ნათელი ვითარებაც რომ ყოფილიყო, ყველა შემთხვევაში სწორია. მინისტრის მოვალეობაა, ნორმალურ და ნორმალურთან მიახლოებულ ვითარებაშიც კი, რომ ამ ყველაფრის პოლიტიკური ქოლგა იყოს და ეს არ მოხდეს, რაც მოხდა“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო