გიგა ბოკერია - ვვარაუდობ, რომ ივანიშვილის ან მისი რომელიმე შიკრიკის გარეშე, ასეთი გადაწყვეტილებები, პანიკის დროსაც კი ვერ იქნებოდა მიღებული

ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ან მისი რომელიმე შიკრიკის გარეშე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, პანიკის დროსაც კი ვერ იქნებოდა მიღებული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „7vs1” „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, 20-21 ივნისს მიმდინარე აქციის დაშლის თაობაზე ბრძანების გაცემაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბოკერიამ აღნიშნა, თუკი ბრძანება შს მინისტრმა გასცა, მაშინ მას თავიდანვე არ უნდა გასჭირვებოდა ამაზე საუბარი.

„მეც ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე, ან მისი რომელიმე შიკრიკის გარეშე, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები, პანიკის დროსაც კი ვერ იქნებოდა მიღებული. მე ასე მგონია. მაგრამ ფაქტი რაში მდგომარეობს და პოლიტიკური სტანდარტი არის ეს - ვისაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მითუმეტეს, თუ მის უკითხვად მიიღო ვინმემ გადაწყვეტილება, ის ავტომატურად უნდა გადადგეს. ხშირად გვესმის გამოძიება იქნება და მერე ვნახოთ. გამოძიება ეხება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დანაშაული იქნა ჩადენილი თუ არა. პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება იქამდე, იმ უტყუარი ფაქტების და გარემოებებზე დაყრდნობით, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო