დავით მათიკაშვილი - მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: რატომ მოუწოდებდა ნიკა მელია მოძალადეთა ჯგუფს პარლამენტში შეჭრისკენ?

მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: რატომ მოუწოდებდა ნიკა მელია მოძალადეთა ჯგუფს პარლამენტში შეჭრისკენ?- წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.

დეპუტატი 20-21 ივნისის მოვლენებს და პროკურატურის გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

„რატომ არის რომ, ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან მოვლენაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს შექმნას რეალობის ალტერნატიული ვერსია და მოახდინოს ტყუილის ტირაჟირება? იმიტომ რომ, სიმართლე არასდროს არ არის ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხარეს, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მისივე შეფასებით, სიმართლე კი დღეს პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე კიდევ უფრო მკაფიოდ და ხაზგასმით გაცხადდა.

ნიკანორ მელია და ძმანი მისნი 20- 21 ივნისს დესტრუქციული და ძალადობრივი მოწოდებებით გამოირჩეოდნენ და სწორედ ამის დამსახურებაა შტურმი პარლამენტის სასახლეზე და ძალადობა პოლიციელებზე. ეს საგამოძიებო ვერსია გამყარებულია არაერთი მტკიცებულებით და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებას პირდაპირი ეთერებიდან ახსოვს კონკრეტული პოლიტიკოსების და მოძალადეების ქმედებები და ამ ამბიდან არც თუ დიდი დროა გასული. მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეწყვიტოს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, სასურველი რეალობის შექმნის მცდელობა, ითანამშრომლოს საგამოძიებო სტრუქტურებთან და პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: რატომ მოუწოდებდა ნიკა მელია მოძალადეთა ჯგუფს პარლამენტის სასახლეში ძალადობრივად შეჭრისკენ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რა მიზანს ემსახურებოდა პოლიტიკური პროცესების ესკალაციის მცდელობა?!“ - აცხადებს მათიკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო