„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

"ბანკი ქართუ" განცხადებას ავრცელებს. „სს „ბანკი ქართუ“ გაცნობებთ, რომ გაურკვეველი პირების მიერ, სოციალურ ქსელში „ბანკი ქართუს“ ლოგოთი შეიქმნა ყალბი „ფეისბუქ“ და ინტერნეტ გვერდები, (https://www.facebook.com/Cartubank-693425757768500/-vtblogin.com), რომელიც მომხმარებელს ყალბ შეთავაზებებს სთავაზობს, რისთვისაც ითხოვს პირად მონაცემებს.

აღნიშნული აშკარად შეიცავს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნებს. "ბანკი ქართუ“ მომხმარებელს აფრთხილებს, ნუ შეიყვანენ ყალბ გვერდებზე პირად მონაცემს და არ ენდონ ყალბი ინტერნეტ პლატფორმებიდან მიღებულ შეთავაზებებს.

მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, „ბანკმა ქართუმ“ უკვე მიმართა შესაბამის სამსახურებს ფაქტის სამართლებრივი რეაგირების მიზნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ უსწრაფესად მოხდება იმ პირთა იდენტიფიცირება, ვინც ყალბი გვერდები შექმნა, შესაბამისად, დაიბლოკება ყალბი გვერდები და მომხმარებელი იქნება დაცული.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით “ბანკი ქართუს” სატელეფონო მომსახურების ცენტრს: +995 032 200-80-80, მობილურიდან *8080, ან ეწვიეთ ბანკის ოფიცალურ ვებ გვერდს: www.cartubank.ge“, - აღნიშნულია სს „ბანკი ქართუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა