ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული პირებიდან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის დროს დაშავებული პირებიდან კიდევ ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულთა უმეტესობა პოლონელი ტურისტები არიან. ავარიის დროს ადგილზე დაიღუპა ერთი ადამიანი, ხოლო მეორე საავადმყოფოში შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ექიმებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, დაშავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. მოზარდები ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი „მინივენი“ შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ვიდეო: კოშმარი ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე - 2 გარდაცვლილი და 11 დაშავებული, ერთმანეთს სამი "მინივენი" შეეჯახა

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა