ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე,  თანამედროვე სახის საკემპინგე ადგილი მოეწყობა

ბორჯომში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, თანამედროვე სახის საკემპინგე ადგილი მოეწყობა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, როგორიცაა საპიკნიკე მაგიდა, ცეცხლის დასანთები ადგილი, საშხაპე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საკარვე ადგილი აღიჭურვება ჰელიო სისტემითაც. პროექტი ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო აქტივობებს და სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ბილიკის მოწყობას.

მათივე ინფორმაციით, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ეკოტურიზმის განვითარება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად მუშაობს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკო-ტურიზმის განვითარებას ყველა რეგიონში.

უწყების ინფორმაციით, პროექტს - „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში“, სახოებათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“, სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს. პროექტი ინიცირებულია ეკო-გრანტების პროგრამის ფარგლებში და დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა