„ბლუმბერგი“ - აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე ჩამოყალიბდა იმ სანქციებზე, რომელსაც თურქეთს დაუწესებს რუსეთისგან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შესყიდვის გამო. სანქციების შესახებ ადმინისტრაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მისივე ცნობით, წყაროები არ აკონკრეტებენ, რა სანქციაზეა საუბარი. ის ჯერ ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა დაამტკიცოს.

როგორც ცნობილია, თურქეთმა პარასკევიდან დაიწყო რუსული რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს „С-400“-ის კომპონენტების მიღება, რომელიც შეერთებული შტატების განცხადებით, საფრთხის ქვეშ აყენებს პენტაგონის ყველაზე ძვირადღირებულ პროგრამას გამანადგურებელ „F-35“-ს.

ცნობილია, რომ ამერიკამ არაერთგზის გააფრთხილა თურქეთი, რომ ეკონომიკურ სანქციებთან მოუწევს გამკლავება, თუკი რუსეთისგან აღნიშნულ სისტემას შეიძენდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა