„ახალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ ნიკა მელიასთან მიმართებაში ოთარ კახიძისა და გიგა ბოკერიას განცხადებაში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია

ნიკა მელიასთან მიმართებაში ოთარ კახიძის და გიგა ბოკერიას განცხადებაში მოულოდნელი და გასაკვირი არაფერია, რადგან ისინი საკითხს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ხედავენ და მასზე მორალურ და სამართლებრივ კატეგორიებში მსჯელობა არარელევანტურია, - აღნიშნული განცხადება “ახალი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

“შევეცადოთ დავინახოთ უფრო დიდი საერთო სურათი ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესებისა და შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების ფონზე, რაც აქამდე არსებულ პოლიტიკურ თამაშის წესებს არსებითად ცვლის და არა მხოლოდ ოპოზიციის სასარგებლოდ.

სახელისუფლებო სტრატეგებს ორი ამოცანა აქვთ: პირველი, არსებული საპროტესტო ხმების ფრაგმენტაცია, გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა, “ნაციონალური მოძრაობის“ იზოლაცია-ლოკალიზება. მეორე, შუაშისტური ტენდენციების (“არა ნაცებს“, “არა ქოცებს“) იმ დონეზე წახალისება - არ დაუშვას “ქართული ოცნებიდან“ დეზინტეგრირებული მარდამჭერთა ჯგუფების მძლავრ ალტერნატივასთან (გაერთიანებულ ოპოზიციასთან) პირდაპირი გადინება, რადგან შედარებით თავისუფალ გარემოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით შემოთავაზებული პროპორციული არჩევნების ხმების დათვლის სისტემით მივიღებდით ძალთა ბალანსს, სადაც "ქართული ოცნება" 59 მანდატს მიიღებდა, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 58-ს, "ევროპული საქართველო" 17-ს, "ლეიბორისტული პარტია" 6-ს, უსუფაშვილის "შენების მოძრაობა" და "გირჩი" ოთხ-ოთხ მანდატს და ქვეყანას ეყოლებოდა ახალი კოალიციური მთავრობა, რომელსაც სავარაუდოდ გაერთიანებული ოპოზიცია და მინიმუმ "ევროპული საქართველო", "ლეიბორისტული პარტია" - 81 მანდატიანი უმრავლეობით დააკომლექტებდნენ.

შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილებისთვის გვჭირდება არა ურთიერთდაპირისპირება, არამედ საერთო ოპოზიციური თანამშრომლობის თავისუფალი პლატფორმა“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო