ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებას ავრცელებს და 13 ივლისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, სიუჟეტი ცილისმწამებლურ და სიცრუეზე დამყარებული იყო და ეხებოდა თამბაქოს ინდუსტრიას - კონკრეტულად კი უფილტრო სიგარეტზე აქციზის ზრდასა და თითქოსდა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულ ზარალს.

„პირველ რიგში, გვსურს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი რიცხობრივი მონაცემები, რომლებიც ამ სიუჟეტის ავტორთა მიერ წარმოდგენილია, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა შედეგად, სახელმწიფოსთვის მიყენებული ფინანსური ზიანი, სინამდვილეში წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისთვის“ გაგზავნილი ოფიციალური ინფორმაციის უხეშ მანიპულაციას, არის სიცრუე და გახმოვანებულია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტიც, თითქოს 2018 წელს უფილტრო სიგარეტების არარეალურად დიდი რაოდენობის აქციზური მარკების გაცემის ფაქტთან გვაქვს საქმე. რეალურად, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით, უფილტრო სიგარეტზე აქციზური მარკების ზრდამ 110% შეადგინა მაშინ, როდესაც 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, ზრდა მხოლოდ 50%-ია. ზოგადად, ცნობილი ფაქტია და ამას თამბაქოს ინდუსტრიაში მომუშავე ნებისმიერი კომპანიაც დაადასტურებს, რომ აქციზური მარკების მოთხოვნა და შესაბამისად გატანა, დამოკიდებულია მოთხოვნაზე და გამორიცხულია რომელიმე კომპანიამ გაიტანოს იმაზე მეტი აქციზური მარკა, ვიდრე ამ მარკის დაკვრის ქვემდებარე სიგარეტის მოთხოვნაა ბაზარზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, უწყების მტკიცებით, აქციზური მარკების გაცემა არ არის პირდაპირ კავშირში აქციზის გადასახადთან იმავე პერიოდში, ვინაიდან აქციზის გადასახადის გადახდა ხდება არა აქციზური მარკის გაცემისას, არამედ მაშინ, როდესაც კომპანია აწარმოებს სიგარეტს და გაიტანს ბაზარზე გასაყიდად ან განახორციელებს სიგარეტის იმპორტს.

„ასევე, სამართლებრივად მარკების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი, არ არის მოსალოდნელი აქციზის გადასახადის ზრდა. სიცრუეა ისიც, თითქოს, 2018 წლის დეკემბერში, აქციზური მარკები გაიცა მხოლოდ „თბილისის თამბაქოზე“. აღსანიშნავია, რომ აქციზური მარკები გასული წლის დეკემბერში, ასევე, გაიცა კომპანია „ოჯითიზე“, რომლის ხელმძღვანელს ეს ფაქტი სიუჟეტში არ უხსენებია. ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული განცხადება, თითქოს, სახელმწიფო ბიუჯეტმა არარსებული კორუფციული სქემით იზარალა 60 მლნ ლარით, რაც უბრალოდ აბსურდია, რისი დამტკიცებაც უმარტივესი არითმეტიკული კალკულაციითაა შესაძლებელი. ასევე, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გარდა კომპანია „ოჯითისა“, თამბაქოს ბიზნესში მომუშავე არც ერთ სხვა კომპანიას, არ აქვს არანაირი დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ და აქციზური მარკების გაყიდვით, 2018 წლის დეკემბერში, ბიუჯეტმა სრულად მიიღო ის თანხები, რომელიც მას ეკუთვნოდა“, -აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცახდებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო